Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გუინტოლი:“ოსიმენის გაფორმება საკმაოდ რთული პროცესი იყო“

ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა ირვინგ ლოზანოს მომავალზე და გუნდის ახალ შენაძენზე ისაუბრა.

„ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მოლაპარაკებები ძალიან გაჭირდა. ჩვენ პანდემიის გამო პირისპირ საუბარი არ შეგვეძლო და ასეთი გარიგების დისტანციიდან განხორციელება მარტივი ნამდვილად არ არის.

„საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მისი შეძენა საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ოსიმენში გადახდილი თითოეული ევრო გაამართლებს.

„ლოზანოს რაც შეეხება, ვიცით, რომ მას თამაში ბევრად უკეთ შეუძლია, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ის ჩვენთან დარჩება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.