Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გუინტოლი:“ ევროპა ლიგის ფინალში გვსურს თამაში“

კრისტიანო გუინტოლიმ ალკმაართან მატჩის წინ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ და გვსურს, რომ მაქსიმალურად შორს გავიდეთ.

„ოსიმენი ? ვიცოდით, რომ ის გუნდს ძალიან დაეხმარებოდა და ის თავის ღირებულებას თითოეულ შეხვედრაში ამტკიცებს.

„კულიბალი ? მისი შენარჩუნება გასულ წლებში უფრო რთული იყო. კორონა ვირუსის გამო სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი თანხა არ დაიხარჯა, ამიტომ მისი საფასურის გადახდა ვერავინ მოახერხა და ის ნაპოლიში დარჩენის გამო ძალიან ბედნიერია.

„ახალი კონტრაქტი გატუზოს ? ის შესანიშნავად მუშაობს და რა თქმა უნდა, ჯენარო ნაპოლიში დარჩება. ახალ კონტრაქტზე უკვე ვსაუბრობთ და თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარეს სურს, ამიტომ ჩვენ შეთანხმებას აუცილებლად მივაღწევთ.“