Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გუინტოლი:“ კულიბალი ნაპოლიში რჩება“

ნაპოლის დირექტორმა ჯენოასთან მატჩის წინ განაცხადა, რომ კალიდუ კულიბალი მომდევნო სეზონსაც პარტენოპეის რიგებში გაატარებს.

„კულიბალი ? ის ნაპოლიში რჩება და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გუნდში ასეთი დონის ფეხბურთელი გვყავს.

„მილიკს სამწუხაროდ ნაპოლიში დარჩენა აღარ უნდა, ამიტომ ჩვენ მის გაყიდვაზე ვმუშაობთ. ჩვენი შემადგენლობა სრულყოფილია და ფეხბურთელების დამატებას აღარ ვაპირებთ, ახლა ვმუშაობთ, რომ ის მოთამაშეები გავყიდოთ, რომლებსაც მოედანზე ბევრი სათამაშო დრო არ მიეცემათ და ამით უკმაყოფილოები არიან.“