Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გუინტოლი:“ მილიკმა ყველა წინადადება დაბლოკა“

ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა ატალანტასთან მატჩის წინ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ოსიმენი ძალიან გუნდური მოთამაშეა, რომელსაც სივრცეების შექმნა შეუძლია და ეჭვგარეშეა, რომ მას დიდი მომავალი ელის. მას თავისუფლად შეუძლია, რომ თავის სადებიუტო სეზონში გოლების მხრივ 2-ნიშნა მაჩვენებელზე ავიდეს.

„სატრანსფერო ბატალიები ? კორონა ვირუსმა თითოეული გუნდის მუშაობაზე ტრანსფერების მხრივ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ გუნდში ისეთი ვარსკვლავები გვყავს, როგორიცაა ინსინიე, ზელინსკი, კულიბალი და სხვა, ამიტომ ვფიქრობ, რომ კონკურენციის გაწევა ნებისმიერი გუნდისთვის შეგვიძლია.

„მილიკი ? მას ახალი კონტრაქტი რამდენჯერმე შევთავაზეთ, თუმცა მან ყველა ჯერზე უარი გვითხრა და ყოველთვის წასვლას ცდილობდა. ეს ფინანსური გადაწყვეტილება არ ყოფილა, უფრო პირადულია.“