Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გულამის ოპერაცია სჭირდება…

ბოლონიასთან მატჩის წინააღმდეგ ნაპოლის მარცხენა მცველმა ფაუზი გულამიმ ტრავმა მიიღო და მას მოედნის დატოვება მოუწია.

ფეხბურთელმა დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და სამწუხაროდ მუხლზე ჯვარედინი მყესების გაწყვეტა დაუდასტურდა. ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდება და მისთვის სეზონი სამწუხაროდ დასრულდა.

ფეხბურთელს იმავე სახის ტრავმა 2017 წლის ნოემბერში მარჯვენა ფეხზეც ჰქონდა, რის გამოც 2018 წელს ოპერაცია გაიკეთა და გარკვეული გართულებების გამო სრულ ფორმაში ჩადგომა ახლაღა მოახერხა, თუმცა….