გულამმა და კულიბალიმ კორონა ვირუსი დაამარცხეს
ნაპოლის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ფაუზი გულამისა და კალიდუ კულიბალის ტესტი კორონა ვირუსზე უარყოფითია და ორივე მათგანი გუნდს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდებიან.
ორივე ფეხბურთელს კორონა ვირუსი 5 თებერვალს დაუდასტურდათ და ამის გამო 4 მატჩის გამოტოვება მოუწიათ. დიდი ალბათობით ისინი მომავალ მატჩში ატალანტას წინააღმდეგ თამაშს მოახერხებენ.