Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გულიტი:“ დე ლიხტი ბონუჩი-კიელინის დუეტისგან ბევრს ისწავლის“

ლეგენდარულმა რუდ გულიტმა მატიას დე ლიხტის შესახებ ისაუბრა.

„დე ლიხტი მსოფლიოში მცველებისთვის საუკეთესო სკოლაშია, რადგან დღეისათვის ბონუჩი და კიელინი უბრალოდ საუკეთესოები არიან. დე ლიხტი გაიზარდა გუნდში, სადაც მცველები შეტევაში აქტიურად ერთვებიან და ზოგჯერ მისი ინსტინქტები გუნდს ძვირად უჯდება, ის უფრო მშვიდად უნდა იყოს და ზოგ მომენტში უკეთესი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაგრამ ამას ბონუჩი და კიელინი აუცილებლად ასწავლიან.“