Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გუნდები, რომლებიც FIFA-ს და UEFA-ს ტურნირებზე უარს იტყვიან, სერია ა-ში ვერ ითამაშებენ

დღეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთი საგანგებო შეკრება გამართა და მომავალში Super League-ს მსგავსი პროექტების პრევენციის მიზნით კანონის მიღებაზე იმსჯელეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, გუნდები, რომლებიც მომავალში FIFA-ს და UEFA-ს ტურნირებში მონაწილეობის მიღებას არ ისურვებენ და სხვა ჩემპიონატებს ამჯობინებენ, სერია ა-ში მონაწილეობის მიღების საშუალება არ ექნებათ.