Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გუშინ Casa Milan-ში დატვირთული დღე იყო…

Db Milano 31/10/2019 - campionato di calcio serie A / Milan-Spal / foto Daniele Buffa/Image nella foto: Gianluigi Donnarumma-Hakan Calhanoglu-Krzysztof Piatek PUBLICATIONxNOTxINxITA

MilanNews-ის ინფორმაციით, გუშინ მილანის სათაო ოფისში ძალიან დატვირთული დღე იყო.

გუშინ მოგახსენეთ, რომ მილანის წარმომადგენლები ჰაკან ჩალჰანოღლუს აგენტს, გორდონ სტიპიჩს შეხვდნენ და თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემა ირწმუნება, რომ შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა და ჩალჰანოღლუს გუნდიდან წასვლა უკვე ნაკლებად სავარაუდოა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანი კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის აგენტს, ვინჩენცო რაიოლას შეხვდა, რომელიც მინო რაიოლას ბიძაშვილი და კოლეგაა. ის ჯიჯო დონარუმას ინტერესებს იცავს.

გამოცემის ინფორმაციით, დონარუმამ თავის აგენტს კონკრეტული დავალება მისცა, რომ გამონახოს საერთო ენა მილანთან და ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს.

Gazzetta იმასაც ამტკიცებს, რომ გამოსასყიდი თანხა, რომელიც ერთადერთი წინაღობა გახლავთ მხარეებს შორის, ამ შეხვედრაზე ნახსენები აღარ იყო და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში მილანმა როგორც დონარუმას, ასევე ჩალჰანოღლუს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს.