Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დავიდ ლუისი და რიბერი სალერნიტანაში ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია ა-ში ახლად დაწინაურებულმა სალერნიტანამ ფრანკ რიბერისთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახლა დავიდ ლუისის გაფორმებას ცდილობს.

ორივე მათგანი თავისუფალი აგენტი გახლავთ და იმის მიუხედავად, რომ იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, გუნდებს თავისუფალი აგენტების დამატება კიდევ შეუძლიათ.

SportItalia-ს ინფორმაციით, რიბერი სალერნიტანასთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით 1.5 მილიონ ევროს აიღებს,

დუისს რაც შეეხება, 34 წლის ფეხბურთელს რამდენიმე ბრაზილიური გუნდი ეპატიჟება, მაგრამ წყაროს ცნობით მას ევროპაში დარჩენა უნდა და სხვა ვარიანტების მოლოდინშია.