Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დავიდ სილვა ლაციოსთან კონტრაქტს ორშაბათს გააფორმებს

იტალიური მედიის ინფორმაციით,დავიდ სილვას რომში ორშაბათს ელიან და 34 წლის ფეხბურთელი ლაციალესთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

დავიდ სილვას ლაციოს გარდა რამდენიმე ევროპული გრანდი ეპატიჟებოდა და მას მსურველები MLS-შიც ყავდა,თუმცა მას შემდეგ,რაც ლაციომ ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად მოიპოვა,სილვას გუნდში მისვლა ფაქტობრივად გადაწყდა.

სილვას კონტრაქტი მანჩესტერ სიტისთან ჩემპიონთა ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ იწურება და Corriere dello Sport-ის,Sportitalia-ს და Sky Sport Italia-ს მტკიცებით,მისი კონტრაქტი ლაციოსთან ორშაბათს გაოფიციალურდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.