Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დალოტის მილანში დაბრუნება რეალური გახდა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა მილანთან დიოგო დალოტის იჯარით გაშვებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

წითელ ეშმაკებს ფეხბურთელის შენარჩუნება ან მისი ახლავე გაყიდვა სურდათ და როსონერისთან მისი იჯარით გაშვების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობდნენ, მაგრამ ფეხბურთელის სურვილის და პორტუგალიელის სანაცვლოდ მიღებული არც თუ ისე ბევრი წინადადების გამო, წითელი ეშმაკები მზად არიან მისი იჯარა განიხილონ.

ჯერჯერობით მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან, მაგრამ ფაქტი, რომ მანჩესტერმა მოლაპარაკებებზე თანხმობა განაცხადა, დალოტის დაბრუნების იმედს აჩენს.