Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დალოტი:“ ვამაყობ, რომ მილანში თამაშის საშუალება მომეცა“

დიეგო დალოტმა SportWeek-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იტალიური ფეხბურთი ? სერია ა პორტუგალიურ ფეხბურთთან შედარებით ბევრად უფრო ინტენსიური და ფიზიკურია, მაგრამ უკვე არაერთმა პორტუგალიელმა დაამტკიცა, რომ ადაპტაციის გავლა ადვილად შეგვიძლია. სწორედ ამიტომ ვარ აქ და ამით ვამაყობ კიდეც.

„ადაპტაციის პერიოდი ? ფაქტი, რომ მე და ლეაო უკვე დიდი ხანია მეგობრები ვართ, ადაპტაციის გავლაში ძალიან დამეხმარა, თუმცა ამავდროულად გამიმართლა, რომ ასეთ შესანიშნავ ქოლექტივში მოვხვდი.

„პიოლი? მისი უნარი, რომ დაამყაროს კომუნიკაცია ნებისმიერ ადამიანთან, თითოეულ ჩვენგანს თავს მნიშვნელოვნად და გუნდისთვის გამოსადეგ ფეხბურთელად გვაგრძნობინებს. როგორც მწვრთნელი, ის დიდებულ საქმეს აკეთებს და სერია ა-ს ცხრილი ამაზე მეტყველებს.

„ველოდები თუ არა, რომ მეტი დრო მომეცემა ? როდესაც მე მილანში ტრანსფერს დავთანხმდი მსურდა, რომ მოედნის სუნი კვლავ შემეგრძნო, რადგან იქამდე 3 წელი ტრავმების გამო სტაბილურად თამაშის საშუალება არ მეძლეოდა. მილანში კი საშუალება მომეცა, რომ მოედანზე ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა. უკვე 16 მატჩში მივიღე მონაწილეობა და ეს საკმაოდ კარგი შედეგია.

„განსხვავება კალაბრიასთან ? პიოლი უკანახაზელებისგან მეტ ბალანსს ითხოვს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. კალაბრიასთან შედარებით, შესაძლოა შეტევაში მე ოდნავ უკეთესი ვარ, თუმცა დავიდე ამას სხვა მახასიათებლებით აბალანსებს. მე, ტეოს და დავიდეს განსხვავებული პლიუსები გვაქვს, რაც მწვრთნელს უფრო მეტ ვარიანტს აძლევს.

„სკუდეტო ? სრულიად ნორმალურია, როდესაც შენ ამდენი ხანი ჩემპიონატს ლიდერობ და გასახდელში ისეთი ჩემპიონები გყავს, როგორიც იბრაჰიმოვიჩი, ბონერა და დიდა გყავს, სკუდეტოზე აუცილებლად ფიქრობ. მთავარია ბალანსი არ დავკარგოთ და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

„ევროპა ლიგა ? ‘ცვერნა ზვეზდას’ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენს მაისურებზე არსებული მილანის ლოგო თამაშებს თავისით ვერ მოიგებს, ამიტომ გასამარჯვებლად ყველაფერი უნდა გავაკეტოთ. გულშემატკივრების გარეშე ისინი ბევრს კარგავენ, თუმცა კვლავ სახიფათოები არიან.“