Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დალოტი:“ მილანისთვის უჩვეულო შეცდომები…“

დიეგო დალოტმა ლილთან 3 – 0 წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. თავიდან კარგად დავიწყეთ და ბურთს ვაკონტროლებდით, თუმცა შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ და ისეთი შეცდომები დავუშვით, რაც არ გვჩვევია.

„ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და თამაშის წინ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვიყავით, თუმცა სამწუხაროდ ფეხბურთში ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. ახლა ჩვენ ეს წაგება უნდა დავივიწყოთ და ძველებურად თამაში განვაგრძოთ.

„მწვრთნელი ყოველი თამაშის წინ გვთხოვს, რომ ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ჩვენ დღეს ეს ვცადეთ, თუმცა ისეთი გოლები გავუშვით, როგორსაც აქამდე არ ვუშვებდით. მილანმა ამ მატჩიდან სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს და მომავალი მატჩიდან მოგებათა სერიას უნდა დავუბრუნდეთ.“