Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დალოტი:“ მილანი იბრასთან ერთად გაცილებით ძლიერია“

მილანის უკანახაზელმა დიოგო დალოტმა აღიარა, რომ გუნდი იბრაჰიმოვიჩთან ერთად გაცილებით ძლიერია.

„ვიცით, რომ ბოლო პერიოდში საუკეთესო თამაშს ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ საბედნიეროდ ფეხბურთი შანსს ყოველ კვირას გაძლევს, რომ შეცდომები გამოასწორო.

„ჩვენ ლაციოსთან მარცხი წარსულს ჩავაბარეთ და ახლა ბენევენტოსთან მატჩისთვის ვემზადებით.

„იბრა ? მასთან ერთად ჩვენ მოედანზე გაცილებით ძლიერები ვართ. იბრამ გვითხრა, რომ ჩვენ ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლა და მათ მისაღწევად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ამას გავაკეთებთ კიდეც.“