Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დალოტი:“ მილანში თამაში ჩემი ოცნება იყო“

მილანის ახალმა შენაძენმა, დიეგო დალოტმა როსონერიში ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

დალოტი დიავოლოს მანჩესტერ იუნაიტედიდან 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და მილანს მისი გამოსყიდვის საშუალება არ ექნება.

„მილანის მაისურით თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. პატარაობიდან ამ უდიდესი გუნდის წარმატებას ვუყურებდი და ყოველთვის მინდოდა, რომ მისი წევრი მეც გავმხდარიყავი. აქ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია.

„მილანზე ფიქრის დროს გახსენდება მისი უდიდესი ისტორია, ტიტულები და ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებიც აქ თამაშობდნენ. ჩემთვის, მილანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

„ბევრს გონია, რომ იტალიაში ყურადღება მხოლოდ დაცვას ექცევა, თუმცა სერია ა-ს გამორჩეული ტაქტიკოსები ჰყავს, მე იტალიური ფეხბურთის ყურებით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ და იმედი მაქვს, რომ ბევრს ვისწავლი და კარგ დროს გავატარებ.

„ლეაოს უკვე 5 წელია ვიცნობ, ჩვენ ნაკრებში ერთად გავიზარდეთ და კარგი მეგობრები ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადაპტაციაში ძალიან დამეხმარება.

„ზლატანი ? მის გვერდით თამაში მანჩესტერში არ მომიწია, რადგან მე ერთი წლით გვიან მივედი, თუმცა ცხადია, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების რიცხვში შედის და დიდი პატივია, რომ მასთან ერთად მოედანზე ყოფნის საშუალება მექნება.

„მისი კარიერა ყოველგვარ კომპლიმენტზე მაღლა დგას და მის გვერდით თამაში შესანიშნავი იქნება.

„ჩემი კუმირი ? ერთი დასახელება გამიჭირდება, თუმცა დანი ალვეშს და ფილიპ ლამს გამოვარჩევდი

„რას შევმატებ გუნდს ? ენერგია, შიმშილი, თამაშების და ტიტულების მოგების სურვილი. ეს სწორედ ის არის, რისი გაკეთებაც მსურს და ვიცი, რომ ჩემი და მილანის სურვილები ერთმანეთს ემთხვევა“