Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დალოტი:“ მილანში ძალიან ბედნიერი ვარ“

მანჩესტერ იუნაიტედის საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა, რომელიც იჯარის წესით მილანში თამაშობს, სელტიკთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

„ჩემთვის მილანში გატარებული პერიოდი ფანტასტიკური იყო. იტალია პორტუგალიას ძალიან ჰგავს და ადაპტაციის გავლა არ გამიჭირდა.

„მთელი გუნდი ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ მე თავი კომფორტულად ვიგრძნო. მინდა ვივარჯიშო, ვითამაშო და გუნდს მაქსიმალურად გამოვადგე.

„მწვრთნელთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ის საჭირო რჩევებს მაძლევს, რაც განვითარებაში მეხმარება.

„სელტიკთან მატჩს რაც შეეხება, წინ რთული შეხვედრა გველის. მათ ევროპულ ასპარეზზე შესანიშნავი ისტორია აქვთ და ვიცით, თუ რამდენად გაგვიჭირდება გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ჩვენ მოტივირებულები ვართ და საკუთარი თავის იმედი გვაქვს.

„ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს და გვინდა, რომ ნებისმიერ ტურნირზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ, თუმცა გვესმის, რომ მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდება და ამისთვის მზად ვართ.“