Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დალოტი:“ მინდა, რომ სრულყოფილი ფეხბურთელი გავხდე“

დიეგო დალოტმა სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

„მე იმ ტიპის ფეხბურთელებს მივეკუთვნები, რომლებსაც ბევრი მშაობა და განვითარება უყვართ. ვცდილობ, რომ ყოველდღიურად თამაშის ხარისხი გავაუმჯობესო და იმ კომპონენტებში მოვუმატო, რომელშიც შედარებით მიჭირს.

„იმედი მაქვს, რომ მილანში სრულყოფილი ფეხბურთელი გავხდები. მილანთან კონტრაქტის გაფორმების დროს თავს ძალიან მოტივირებულად ვგრძნობდი  და ახლა ჩემი გონება სრულიად როსონერის ეკუთვნის. იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიზნებს 100 პროცენტით მივაღწევთ.

„როდესაც მილანის ინტერესის შესახებ გავიგე, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ.“

დიოგო დალოტი მილანს მანჩესტერ იუნაიტედიდან იჯარის წესით შეუერთდა, თუმცა როსონერის ფეხბურთელის გამოსყიდვის საშუალება კონტრაქტის მიხედვით არ აქვს…