Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დალოტი რომას უახლოვდება

მილანი დიდი ალბათობით დიოგო დალოტის სანაცვლოდ მანჩესტერის მიერ მოთხოვნილ 20 მილიონს არ გადაიხდის, ამიტომ იჯარით გაფორმებული ფეხბურთელი როსონერის რიგებში აღარ დაბრუნდება, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, მისი სერია ა-ში ხილვა გამორიცხული არ არის.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორმაციით, რომა 22 წლის უკანახაზელის ტრანსფერზე უკვე მუშაობს და მანჩესტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წითელმა ეშმაკებმა დალოტი 2018 წელს პორტუდან სწორედ მოურინიოს თხოვნით გაიფორმეს და გასაკვირი არ არის, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს მისი ხილვა ჯალოროსის რიგებშიც სურს.