Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დალოტი:“ ჩემი მილანში ყოფნა მალდინის დამსახურებაა“

დიეგო დალოტმა Record-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

პორტუგალიელი უკანახაზელი როსონერის მანჩესტერიდან მშრალი იჯარის წესით შეუერთდა. მას შემდეგ მან მილანის მაისურით 11 მატჩსი მიიღო მონაწილეობა, რაც დავიდე კალაბრიას და ტეო ერნანდესის დიდებული ფორმის ფონზე საკმაოდ კარგი შედეგია.

თქვენ პორტო მანჩესტერის გამო საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში დატოვეთ და ბევრი ამბობდა, რომ ეს ძალიან ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. შეცვლიდით თუ არა რამეს ?

„სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი კარიერის მხრივ არანაირი სინანული არ მაქვს. იმ მომენტში გადადგმულმა იმ ნაბიჯმა განაპირობა ის, თუ ვინ ვარ ახლა მე როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი. მე ყველაფერი მაკმაყოფილებს, ამიტომ არაფრის შეცვლას არ ვისურვებდი.“

მოურინიომ თქვა, რომ თქვენი ასაკის საუკეთესო ფეხბურთელი იყავით.

„ეს მოურინიოს ერთ-ერთი იმ ფრაზებთაგანია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. ის ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და ჩემს გულში მას განსაკუთრებული ადგილი აქვს. მასთან ერთად მუშაობა შესანიშნავი იყო და მისი დახმარებით ბევრი რამ ვისწავლე.

„მე მის სიტყვებს მოტივაციისთვის ვიყენებ და ვცდილობ, რომ ჩემი თამაშით მას და სხვა ყველას პასუხი გავცე.“

იყო თუ არა მილანში გადასვლა სწორი გადაწყვეტილება ?

„ვიცოდი, რომ მილანში გადასვლა კარიერულად წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და ჯერჯერობით საწუწუნო არაფერი მაქვს. მე ჩემი შესაძლებლობების რწმენა ყოველთვის მქონდა და ყოველთვის, როდესაც მოედანზე გავდივარ, შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას ვცდილობ. ვიცი, რომ წინ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი და მე ამისთვის მზად ვარ.“

რატომ მილანი ?

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მალდინისთან საუბარი გახდა. მან გუნდის პროექტი დიდებულად წარმოადგინა და დამანახა სურვილი, რომ ჩემი ხილვა მილანში სურდა. მე დავინახე, რომ მილანს დაუღალავი შრომის და გამარჯვების სურვილი ჰქონდა.

„ასევე იყო ასპექტები, რაც მე გუნდის შესახებ არ ვიცოდი და აქ ჩამოსვლის შემდეგ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. მე ჩემი გაკეთებული არჩევანით კმაყოფილი ვარ.“

„არის თუ არა ეს ის სეზონი, როდესაც ნიჭიერი ბიჭი ტოპ დონის მოთამაშეთ უნდა გადაიქცეს ?

„იმედი მაქვს. მე არ შემიძლია, რომ სხვების აზრი გავაკონტროლო, თუმცა როგორც მოთამაშე ვალდებული ვარ, რომ ყოველდღიურად ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო. ჩემი მიზანი უმაღლეს დონეზე თამაშია და მე ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობ.“