Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დალოტი:“ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია“

მილანუს უკანახაზელმა დიოგო დალოტმა კალიარისთან მატჩზე კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც ჩვენ ველოდებოდით. გუნდი იმედგაცრუებულია, მაგრამ ახლა დანებება არ შეიძლება, ჩვენ თავები უნდა დავხაროთ და მუშაობა გავაგრძელოთ.

„შემდეგი მატჩისთვის მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს, ჩვენ მშვიდად ვართ და შეცდომებს აუცილებლად შევისწავლით. წინ ფინალი გველოდება და საუკეთესო შეხვედრა უნდა ჩავატაროთ.

„სრულყოფილი მატჩის ჩატარება შეუძლებელია, თუმცა ატალანტასთან მასთან მიახლოებული შეხვედრის გამართვა გვმართებს.“