Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დალოტს მილანში დაბრუნება სურს

Tuttosport-ის ინფორმაციით, დიოგო დალოტმა მანჩესტერს აცნობა, რომ მას მილანში დაბრუნება სურს, რამაც წითელი ეშმაკების თავკაცი გააკვირვა და გუნდებს შორის მოლაპარაკებები განახლდა.

წყაროს ცნობით, მილანმა მანჩესტერს პირველი წინადადებით უკვე მიმართა. როსონერი მზად არის პორტუგალიელი უკანახაზელის იჯარა ერთი სეზონით გაახანგრძლივოს, თუმცა ამჯერად მის კონტრაქტში 16 მილიონად გამოსასყიდი პუნქტის ჩადებას ითხოვს, მანჩესტერს კი მისი გაყიდვის იმედი ახლავე აქვს.

ასეა თუ ისე, 21 წლის უკანახაზელი მას შემდეგ, რაც ჟოაუ კანსელუს კორონა ვირუსი დაუდასტურდა, პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს, ამიტომ ეს საკითხი ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არ გადაწყდება.