Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დალ პინო:“ ნიუკასლი მილანსა და ინტერზე წინ ? მათ F1-ს პატარა მანქანა ამჯობინეს“

სერია ა-ს პრეზიდენტმა პაოლო დალ პინომ ნიუკასლის ახალ დირექტორს ამანდა სტავლის უპასუხა, რომელიც PIF-ის წარმომადგენელი გახლავთ და არაბული კომპანიის მხრიდან რამდენიმე დღის წინ მილანის და ინტერის მიმართ ინტერესზე ისაუბრა (იხილეთ აქ).

„ჩვენ სერია ა-ში 8 უცხოელი მფლობელები გვყავს, აქედან 7 ამერიკის, 1 კი ჩინეთის წარმომადგენელია. თუ ქალბატონმა ამანდამ მილანს და ინტერს ნიუკასლი ამჯობინა, აშკარაა, რომ მას პატარა მანქანები უყვარს და არა ფორმულა 1. შეუძლებელია არ დაინახო ის უდდიესი პოტენციალ, რომელიც იტალიურ ფეხბურთს და ჩვენს ჩემპიონატს აქვს.“