Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დ’ამბროზიო:“ნახევარფინალში ფავორიტი არ არსებობს“

დანილო დ’ამბროზიომ ევროპა ლიგის ნახევარფინალზე ისაუბრა და განაცხადა,რომ ასეთი დონის თამაშში ფავორიტები არ არსებობენ.

„ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ და ევროპა ლიგის ნახევარფინალში მხოლოდ იმიტომ არ გავსულვართ,რომ კარგი ინდივიდუალისტები გვყავს.გუნდმა შესანიშნავად იმუშავა,მოედანზე მწვრთნელის მითითებებს ვასრულებთ და აქ ყოფნა ასი პროცენტით დავიმსახურეთ.

„ასეთი დონის ტურნირზე ნახევარფინალში ფავორიტებზე საუბარი დროის ფუჭი კარგვაა. შახტარს შესანიშნავი გუნდი ჰყავს და მათ ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის სირთულეების შექმნა შეუძლიათ.

„რომელუ ლუკაკუ ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია,თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს,რომ მისი კარგი შედეგი გუნდის დამსახურებაც არის.გუნდი მის შესანიშნავ მონაცემებს იყენებს და ამით ყველა მოგებული ვრჩებით.“

Leave a Reply

Your email address will not be published.