Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დ’ამბროზიოს აგენტი:“ კონტრაქტს მალე გავახანგრძლივებთ“

დანილო დ’ამბროზიოს აგენტის, ვინჩენცო პისაკანეს თქმით, ინტერის მცველი ნერაძურისთან კონტრაქტს ძალიან მალე გაახანგრძლივებს.

„დანილომ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ინტერისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის ყოველ წელს ახერხებს და გუნდისთვის სარგებელი მოაქვს. მას სხეულზე ინტერის ტატუ აქვს და როდესაც მისი გუნდი აგებს, ის ორმაგად წაგებული რჩება, როგორც ფეხბურთელი და როგორც გუნდის გულშემატკივარი.

„დარჩება თუ არა ის ინტერში ? დიახ, ჩვენ მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ და ვფიქრობ, რომ მისი ხელშეკრულების გახანგრძლივება ძალიან მალე გაოფიციალურდება.

„ინტერი ძალიან ძლიერი გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით. კორონა ვირუსის გამო გარკვეული პრობლემები მათაც შეექმნათ, თუმცა ჯერ სეზონის სტარტია და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“