Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დ’ამბროზიოს მუხლის ტრავმა დაუდასტურდა

სპეციასთან მარცხთან ერთად ინტერს ამ მატჩში კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა. საქმე დანილო დ’ამბროზიოს ტრავმას ეხება, რომელმაც მუხლში ტკივილის გამო შეხვედრის დასრულება ვერ მოახერხა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

32 წლის ფეხბურთელს დღეს გამოკვლევა ჩაუტარდა და მას მარცხენა მუხლის მყესის დაზიანება დაუდგინდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ შეხვედრას გამოტოვებს ვეტერანი იტალიელი. მისი მდგომარეობა მომავალ კვირას კიდევ ერთხელ შეფასდება.

დ’ამბროზიომ მიმდინარე სეზონში ბენეამატას მაისური 11-ჯერ მოირგო და 3 გოლის გატანა მოახერხა.