Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დ’ამბროზიო ინტერთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

FCInterNews-ის ინფორმაციით, ინტერი და დანილო დ’ამბროზიო ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ და ფეხბურთელი, რომლის მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება, გუნდში 2023 წლის ივნისამდე დარჩება.

დ’ამბროზიო ინტერს 2013/14 წლების სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა და ნერაძურის მაისურით ჩატარებულ 211 შეხვედრაში 18 გოლის გატანა და 17 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.