Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დ’ამბროზიო:“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ“

ინტერმა ჯენოა რომელუ ლუკაკუსა და დანილო დ’ამბროზიოს გოლების წყალობით 0 – 2 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი დ’ამბროზიომ გააკეთა.

„მარტივი თამაში ნამდვილად არ ყოფილა, რადგან სერია ა-ში ასეთი შეხვედრები არ არსებობს. მწვრთნელის სიტყვებს ვეთანხმები, რომ ამ სეზონში ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა, რომ ჩვენზე დომინანტი ყოფილიყო და უფრო მეტი ქულა დავიმსახურეთ.

„დღეს შეხვედრის პირველი წუთიდან თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, გავიტანეთ გოლები, რომლებიც გვჭირდებოდა, კარი მშრალად შევიანხეთ და სახლში 3 ქულა წავიღეთ.

„ჩვენ სეზონის სტარტიდან ვიძახით, რომ თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ჩვენ გუნდურად უნდა ვიმუშაოთ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაცვითი ფეხბურთი ვითამაშოთ, ეს ნიშნავს თამაშის გაკონტროლებას და ბურთის მაქსიმალურად შენარჩუნებას.

„შახტართან მატჩი ? ვიცით, რომ წინ ურთულესი შეხვედრა გველის. მათ მადრიდის რეალი სახლში დაამარცხეს, რაც ყველაფერზე მეტყველებს. ჩვენ ისინი გასულ სეზონში დავამარცხეთ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს და 3 ქულის მოსაპოვებლად მოედანზე მაქსიმალურად დახარჯვა გვმართებს.“