Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დ’ამბროზიო:“ ცვლილებებმა თამაშის ბედი გადაწყვიტეს“

ინტერმა ფიორენტინა დანილო დ’ამბროზიოს 89’ წუთზე გატანილი გოლით 4 – 3 დაამარცხა და სამი ქულა მოიპოვა. მატჩის შემდეგ კომენტარი იტალიელმა ფეხბურთელმა გააკეთა.

„ჩვენ თითქმის ყველა მატჩში გამარჯვებას ისე ვაღწევთ, რომ ბევრი წვალება არ გვიწევს, თუმცა ეს თამაში განსხვავებული გამოდგა.

„გოლის შემდეგ გუნდმა კარგი რეაგირება მოახდინა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თითოეული ქულის მოსაპოვებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან ეს მთელი გულთ გვსურდა.

„თამაშში სკამიდან აშრაფ ჰაკიმი, არტურო ვიდალი, ალექსის სანჩესი და რაჯა ნაინგოლანი ჩაერთვნენ, რაც ჩვენი გუნდის სიძლიერეზე მეტყველებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მატჩის ბედი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს.“