Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დამფრისი ინტერის პრიორიტეტული სამიზნე ხდება

ინტერი აშრაფ ჰაკიმის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და ნერაძურის პრიორიტეტული სამიზნე არსენალის ესპანელი ფეხბურთელი ჰექყორ ბელერინი გახლდათ, თუმცა ბენეამატას ფეხბურთელის იჯარით გაფორმება სურდა, მეთოფეები კი მის გაყიდვას ახლავე გეგმავენ და როგორც ჩანს, მხარეებს შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, არსენალთან გართულებული მოლაპარაკებების შემდეგ ინტერისთვის პრიორიტეტი პსვ-ს ფეხბურთელი დანზელ დამფრისი გახდა.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი ბელერინის მსგავსად დაახლოებით 20 მილიონი ევრო ღირს და ნერაძურის მისი აყვანა ანალოგიურად იჯარის წესით სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა ჯერჯერობით პსვ-ს პასუხი ამ წინადადებაზე უცნობია.