Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დამფრისი ინტერში ტრანსფერთან ახლოს არის

ნიდერლანდული მედიის ინფორმაციით, პსვ-ს კაპიტანი დენზელ დამფრისი ინტერში ტრანსფერთან ძალიან ახლოს არის.

25 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია, რაც აშრაფ ჰაკიმის პოტენციურ შემცვლელად მიიჩნევა და გამოცემა Telegraaf-ის ინფორმაციით, ნერაძური მინო რაიოლასთან ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე მუშაობს.

დამფრისმა გასულ სეზონში საერთო ჯამში 41 მატჩი ჩატარა, რა დროსაც 4 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი გაფორმება ნერაძურის დაახლოებით 15-20 მილიონი დაუჯდება.