Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დამფრისი მილანში დღეს ჩაფრინდება

პსვ-ს მარჯვენა მცველი დენზელ დამფრისი იტალიაში დღეს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ინტერის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

SportItalia-ს ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, ინტერი 25 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც შემდგომში ბონუსების სახით კიდევ 2.5 მილიონი დაემატება.

ნერაძური დიდი ალბათობით დამფრისის და ედინ ჯეკოს ტრანსფერებს უახლოეს საათებში ერთდროულად გააოფიციალურებს.