Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დამფრისი მილანში ჩარფინდა

როგორც დაანონსებული იყო, პსვ-ს 25 წლის მცველი დენზელ დამფრისი მილანში ჩაფრინდა. ხვალ ნიდერლანდელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ინტერის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

დამფრისის ამპლუით მარჯვენა მცველია, თუმცა მას გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, რაც ნიდერლანდელს ინძაგის 3-5-2 სისტემისთვის იდეალურ კანდიდატად აქცევს.

ნერაძურის აშრაფ ჰაკიმის შემცვლელის დამატება 12.5 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც შემდგომში ბონუსების სახით კიდევ 2.5 მილიონი დაემატება.