Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დამფრისმა ინტერში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო, თუმცა…

ინტერმა მომდევნო სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო, თუმცა ნერაძურის აშრაფ ჰაკიმის შემცვლელი, რომელიც პსჟ-ში გადაბარგდა, ჯერაც არ გაუფორმებია.

ნერაძურის არაერთი ფეხბურთელის სახელი დაუკავშირეს, რომლებსაც ინტერში აშრაფი უნდა შეეცვალათ, თუმცა ჯერჯერობით ბენეამატა ვერც ერთი მათგანის გაფორმებას ვერ ახერხებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთი ფავორიტი პსვ-ს დანზელ დამფრისი გახლავთ, მაგრამ ინტერი 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 20 მილიონი ევროს გადახდას ვერ ახერხებს.

ინტერი პსვ-ს ფეხბურთელის იჯარით აყვანას სთავაზობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით და დამფრისისგან თანხმობა ტრანსფერზე უკვე მიღებული აქვს, მაგრამ ნიდერლანდელები ჯერჯერობით ამ იდეით კმაყოფილები არ არიან და მის სანაცვლოდ თანხის მიღება ახლავე სურთ.