Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დანიას მატჩის გაგრძელება თავად ერიქსენმა სთხოვა

კრისტიან ერიქსენმა, რომელიიც დანიის და ფინეთის დაპირისპირების დროს გულის შეტევა გადაიტანა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ცოტა ხნის წინ თანაგუნდელებს ესაუბრა და მათ მატჩის გაგრძელება სთხოვა.

UEFA-მ აღნიშნული შეხვედრა გაურკვეველი დროით გადადო, თუმცა ერიქსენის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ დანიის ნაკრებმა თამაშზე თანხმობა განაცხადა და შეხვედრა განახლდა.

ერიქსენი, რომელიც ინტერს 2020 წლის იანვარში შეუერთდა, დანიის ნაკრების მოქმედი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი გოლის ავტორია. მას 109 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი.