Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დანიელე რუგანის ინგლისში მსურველი გამოუჩნდა

ინგლისურ ვულვზს იუვენტუსის მცველის დამატება უნდა,ტუმცა ბიანკონერი მცველის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს.

იტალიელი უკანახაზელი იუვენტუსში გადასვლის დღიდან სათადარიგოს მოთამაშედ ითვლება,რაც ფეხბურთელს აღარ აკმაყოფილებს და გუნდიდან წასვლა სურს.

25 წლის ასაკში ფეხბურთელს თავისი ნიჭის გამოვლენა უნდა,რასაც სათადაროგოთა სკამიდან ნამვილად ვერ მოახერხებს,ვულვზი კი მას ძირითად შემადგენლობაში ადგილს ჰპირდება.

როდესაც ჯორჯო კიელინი,ლეო ბონუჩი,მატიას დე ლიხტი და მერიჰ დემირალი მწყობრში არიან,რუგანი გუნდის მეხუთე ოფციაა.

ტურინელები მისი გაყიდვის წინააღმდეგები არ არიან,თუმცა ფასის დაკლებას არ აპირებენ და მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ.