Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დანილო:“მიღწეული წარმატებების მიუხედავად, მოტივაციას არასოდეს ვკარგავ“

იუვენტუსის უკანახაზელმა, რომელიც კარიერის განმავლობაში მანჩესტერ სიტის, მადრიდის რეალის, პორტოს და სანტოსის რიგებში უთამაშია, თავისი მოტივაციის მთავარ წყაროზე ისაუბრა.

„ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ მიღწეული წარმატებების მიუხედავად გაჩერებაზე და დასვენებაზე არასოდეს მიფიქრია.

„ყოველთვის მახსოვს, თუ რისი მოგება მოვახერხე, თუმცა კონცენტრირებული იმაზე ვარ, თუ რა ტიტულების მოგება შემიძლია მომავალში და ყოველდღიურ მოტივაციას სწორედ ეს მაძლევს.

„იტალიაში გატარებული პირველი სეზონით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან სკუდეტო მოვიგეთ და ერთ-ერთი უდიდესი გუნდის ისტორიის ნაწილი მეც გავხდი.

„პანდემიის გამო რამდენიმე თვე ვერ ვთამაშობდით და მოედანზე დაბრუნება ძალიან უცნაური გრძნობა იყო. ვირუსმა იტალია ძალიან დააზიანა და ვფიქრობ, ფეხბურთმა ხალხს მცირე სიამოვნება მაინც მოუტანა.

„ტურინი ? პორტუგალიას ან ესპანეთს უფრო ჰგავს, ვიდრე ინგლისს. აქ ხალხი ბევრად უფრო თბილია და სუნთქვის საშუალებას გაძლევენ. მეც და ჩემი ოჯახიც აქ ყოფნით უბედნიერესები ვართ.“