Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დანილოს ტრანსფერით ევროპული გრანდები ინტერესდებიან

იტალიური გამოცემა Tuttomercato-ს ინფორმაციით, ზაფხულში იუვენტუსის ბრაზილიელი ფეხბურთელის დანილოს გაფორმებას ბაიერნი და პსჟ გეგამვენ.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო წლებში რეალის, სიტის და იუვენტუსის რიგებში სტაბილურად მაღალ დონეზე ისაპარეზა, რითიც სხვა გრანდების ყურადღება დაიმსახურა და წყაროს ინფორმაციით, ბიანკონერი ბრაზილიელი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

წყაროს ინფორმაციით, ბიანკონერი ზაფხულში შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე ზრუნვას გააგრძელებს და 30 წლის დანილოს გაშვებაზე უარს არ იტყვის, მაგრამ მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს…