Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დანილო:“ დამსახურებული და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება…“

დანილომ ნაპოლისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვიცოდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი იყო ეს მთელი გუნდისთვის. შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა, მაგრამ იუვენტუსმაგუნდური თამაში აჩვენა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და თითოეულ მომენტში ბოლომდე ვიბრძოლოთ.

„სამწუხაროდ მიმდინარე სეზონში სტაბილურად თამაში გვიჭირს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ასეთ დროს უნდა ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა უფრო გამოცდილმა ფეხბურთელებმა და გუნდს დამატებითი მუხტი შევმატოთ.

„ქულების დაკარგვით შედარებით პატარა გუნდებთან ყველაზე იმედგაცრუებულები ჩვენ ვართ, რადგან შეგვეძლო, რომ ტიტულისთვის ბოლომდე გვებრძოლა, მაგრამ ახლა ცხადია, რომ გუნდის მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.“