Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დანილო:“ იუვენტუსი მილანს დიდ პატივს სცემს“

იუვენტუსის უკანახაზელმა დანილომ მილანი – იუვენტუსის წინ კომენტარი გააკეთა.

გუნდების ოფიციალური შემადგენლობები და პირდაპირი ტრანსლაციის ლინკების სანახავად დააკლიკეთ აქ.

„ეს ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გუნდია და ამას ყველა კარგად ვხვდებით. ჩვენ მოედანზე, როგორც ყოველთვის, ახლაც მოსაგებად გავალთ და ეს სწორეს ის თამაშია, რომელშიც გამარჯვებაც ძალიან დიდ მუხტს მოგვცემს.

„რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ საჭირო მოტივაციით და ინტენსიობით საჭირო შედეგის მიღება შეგვიძლია.

„მილანს დიდ პატივს ვცემთ. ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან და მათ პროგრესს ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით.“