Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დანილო იუვენტუსს 1 თვე გამოაკლდა ?

გუშინ იუვენტუსმა ოლიმპიკოზე ლაციო დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა, თუმცა ტურინელებს ეს გამარჯვება საკმაოდ ძვირი დაუჯდათ.

ტრავმის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება ბიანკონერის ბრაზილიელ უკანახაზელს დანილოს მოუწია, რომელიც მე-15 წუთზე კულუშევსკიმ შეცვალა.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, დანილოს ადუქტორის კუნთის დაზიანება აქვს, რის გამოც არ არის გამორიცხული, მან მინიმუმ 1 თვე ვერ ითამაშოს.