Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დანილო იუვენტუსში 2024 წლამდე ?

გასული სეზონისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს დანილო იუვენტუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდა.

მან ანდრეა პირლოს გუნდში ცენტრალური მცველის, ფლანგის უკანახაზელის და ნახევარმცველის პოზიციაზეც კი ითამაშა და ტრავმიანობის პერიოდში გუნდს საჭირო დახმარებას უწევდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსს ბრაზილიელი ფეხბურთელის დასაჩუქრება ახალი კონტრაქტით სურს და მზად არის მას ხელშეკრულება, რომელიც ახლა 2023 წელს იწურება, კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს.