Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დანილო:“ კარიერაში საუკეთესო პერიოდი მაქვს“

იუვენტუსის უკანახაზელმა დანილომ ანდრეა პირლოს ფეხბურთის ხედვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას კარიერაში საუკეთესო პერიოდი აქვს.

„პორტოს დატოვების შემდეგ, მიმდინარე სეზონი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშის მხრივ საუკეთესო გამოდგა.

„მე ჩემი გუნდის თამაშის სტილით ძალიან ბედნიერი ვარ, მოედანზე მაქსიმალურად დიდი ხანი მსურს ყოფნა და დაღლილობას საერთოდ არ ვგრძნობ. კარიერაში საუკეთესო პერიოდი მაქვს და ისეთი დიდი გუნდის რიგებში თამაშით, როგორიც იუვენტუსია, სიამოვნებას ვიღებ.

„მინდა გუნდს გადავუხადო იმ ნდობისთვის, რაც მან გამომიცხადა.

„პირლოს სისტემა ? ეს ჩემთვის ახალი არ არის, ამ პოზიციაზე ადრეც ვთამაშობდი. ანდრეა პირლოს და გუარდიოლას საფეხბურთო ხედვა ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ამიტომ მწვრთნელის მოთხოვნების შესრულება არ გამჭირვებია.

„პირლოს საფეხბურთო ხედვა მისი თამაშის სტილს ძალიან ჰგავს. პირლოს ყოველთვის ნათელი იდეები აქვს და ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. მთელი გუნდი ანდრეას უსიტყვოდ მიჰყვება, ის თავის იდეებს ფეხბურთელებს ძალიან მარტივ და გასაგებ ენაზე უხდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“