Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დანილო:“ პირლოს და გუარდიოლას იდეები ერთმანეთს ძალიან ჰგავს”

იუვეს 29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის აზრით, ანდრეა პირლოს და პეპ გუარდიოლას იდეები ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

„მე მცველი ვარ და ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად ვითამაშებ, თუმცა იუვეში განსხვავებული როლი მაქვს, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ.

„ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია თუ როგორ იყენებ სივრცეებს და როგორ გადაადგილდები მოედანზე. რეალში მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი, სიტიში კი დაცვის ხაზში ყველა პოზიციაზე მომიწია თამაში და ზოგჯერ ნახევარდაცვაშიც კი ვიდექი.

„იქიდნა გამომდინარე, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, სავარჯიშოდ ბევრი დრო არ გვრჩება და თამაშებისთვის მომზადება ვიდეო გაკვეთილების საშუალებით გვიწევს როგორც შეტევის, ასევე დაცვის ფაზაში.

„პირლოს იგივე იდეები აქვს, როგორიც გუარდიოლას და ჩემგან იმ თამაშს მოითხოვს, რასაც მე სიტიში გატარებული წლების განმავლობაში ვაკეთებდი. ჩემი თამაშის წაკითხვის უნარით მე შემიძლია, გუნდს კარგი დახმარება გავუწიო.“

დანილო გუარდიოლას სიტიში 2019 წელს, 37 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

„კარიერაში თითოეული გადადგმული ნაბიჯით კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემმა გადაწყვეტილებებმა იუვენტუსში მომიყვანა. მე ნედვედთან ერთად ძალიან ბევრ დროს ვატარებ, ზოგჯერ ჩვენ ერთად ყავას ვსვამთ და ამ დროს მე ვფიქრობ:“ მე ნედვედთან ერთად ვზივარ და ყავას ვსვამ!“

„ჩვენ ფეხბურთზე ვსაუბრობთ და დიდი პატივია, რომ ასეთი გამორჩეული ფიგურის გვერდით მიწევს ყოფნა. პირლო ზოგჯერ კვლავ ისე იქცევა, როგორც ფეხბურთელი, თუმცა მან მოახერხა და გუნდის ლიდერი გახდა, რაც მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი ფეხბურთის მისებურ ხედვას არ გაიზიარებს.

„ის ერთხელ ვარჯიშის შემდეგ ჯარიმებს ურტყავდა, მე კი ვიჯექი, ვუყურებდი და ვფირქობდი, თუ რა დონის ფეხბურთელი იყო ანდრეა. ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესი იყო, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ მის მითითებებს ვუსმინოთ და ზედმიწევნით გავაკეთოთ.“