Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დანილო:“ პირლო გუარდიოლას ძალიან ჰგავს“

იუვენტუსის უკანახაზელმა დანილომ განაცხადა, რომ პირლოს  იდეები მისი ყოფილი მწვრთნელის გუარდიოლასას ჰგავს.

დანილომ Marca-სთან პორტუსთან მატჩის წინ ისაუბრა.

„დღეს თქვენ საუკეთესო დანილოს ხილვა შეგიძლიათ. აქამდე მე სტაბილურობა მაკლდა, რაც მიმდინარე სეზონში ვიპოვნე.

„ბედნიერი ვარ თამაშის იმ დონით, რომელსაც ვაჩვენებ და ბედნიერი ვარ, რომ გუნდის დახმარებას ვახერხებ.“

ანდრეა პირლომ დანილო სეზონის მსვლელობისას სხვადასხვა პოზიციებზე ათამაშა.

„მე ცვლილებების წინააღმდეგი არ ვარ, რადგან ფეხბურთს ყოველთვის ასე ვხედავდი, მე მოედანზე მოძრაობების და სივრცეების გააანალიზება მიყვარს.

„ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე თამაში არ შემიძლია, მაგრამ ცენტრში ან დაცვაში თამაშის პრობლემა არ მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის არის, რომ მოედანზე ვიყო.

„მე მომწონს, როდესაც გუნდის შეტევის აწყობაში მონაწილეობას ვიღებ და პირლო ამის საშუალებას მაძლევს. მას სურს, რომ ბურთი დაცვიდან სწრაფად ამოვიდეს, რითიც მეტოქეებს დიდი პრობლემები ექმნებათ. მას სურს, რომ მე ვიმოძრაო და ბურთთან ბევრი შეხება მქონდეს.

„მისი საფეხბურთო ხედვა გუარდიოლასას ძალიან ჰგავს. ორივე მათგანი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მეტოქის ნახევარზე არსებული სივრცეები გამოიყენონ და მოწინააღმდეგეს მოძრაობის საშუალება მაქსიმალურად შეუზღუდონ.

„სწორედ ასეთი ფეხბურთი მიყვარს მე და ჩემი კარგად თამაშის მიზეზიც ეს არის.“