დანილო:“ რომას სკუდეტოს მოგება შეუძლია“
იუვენტუსის უკანახაზელი დანილოს თქმით, რომა სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი ფავორიტია.
იუვენტუსი რომას 6 თებერვალს, 21:00 საათზე უმასპინძლებს.
„ჩემი აზრით, რომა იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათ შესანიშნავი მწვრთნელი და ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ და ვფიქრობ, რომ რომას სკუდეტოს მოგება შეუძლია.
„ინტერთან მარცხი ? ამ მატჩის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ეს შეხვედრა ძალიან მძიმე გადასატანი იყო, თუმცა გუნდმა ამ მარცხიდან საჭირო დასკვნები გამოიტანა, თამაშებისადმი მიდგომა შეცვალა და შეიძლება ითქვას, რომ წაგება დაგვეხმარა კიდეც.
„რა პოზიციაზე თამაში მირჩევნია ? ზუსტად ვერ გეტყვით, მე დაცვაში თამაში ძალიან მომწონს, თუმცა ამასთან ერთად ბურთთან ერთად მოძრაობა და ცენტრამდე ბურთის ატანაც მიყვარს.“