Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დანილო:“ რონალდუ მოდმევნო სეზონში იუვენტუსში იქნება“

იუვენტუსის უკანახაზელმა დანილომ, რომელიც კოპა იტალიას ფინალში არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებს, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„როგორია იტალიაში თამაში ? ვფიქრობ, რომ სერია ა მცველებისთვის უნივერსიტეტში სწავლის ტოლფასია. ჩვენ იუვენტუსში დაცვაზე ძალიან დიდ ყურადღებას ვამახვილებთ, ჯორჯოსა და ლეოს გვერდით ვარჯიში კი ძალიან დამეხმარა მესწავლა, თუ როდის უნდა დახურო სივრცეები, როდის უნდა დაეხმარო გუნდს შეტევაში და როდსი დაცვე დაცვაში.

„იმედი ამქვს, რომ იტალია ევროპის ჩემპიონატის ფინალში წარმატებას მიაღწევს, რადგან იქ ჩემი ბევრი თანაგუნდელი თამაშობს.

„მე ძალიან გამიმართლა, რომ იუვენტუსში კარგ დროს მოვხვდი, რადგან ტურინში გადაბარგების შემდეგ ძალიან განვითარდი და უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ.

„პირველი სეზონი ცოტა გამიჭირდა და ადაპტაციისთვის დრო დამჭირდა, ახლა კი თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ჩემი კარიერის მიმდინარეობით კმაყოფილი ვარ და მსურს, რომ ჯერ ბრაზილიის რიგებში გავიმარჯვო, შემდეგ კი ტურინში დავბრუნდე და ახალი გამოწვევებისთვის ვიბრძოლო.

„ჩემპიონთა ლიგა ? ეს ჩვენი ოცნებაა, მაგრამ რთული სეზონის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ სერია ა-ს ტიტული დავიბრუნოთ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზეც ვიფიქრებთ>

„ალეგრი ? მისი CV ყველაფერზე კარგად მეტყველებს. ის გამარჯვებული მწვრთნელია, რომელსაც ყოველთვის განვითარება სურს და ვფიქრობ, რომ ჩვენ წინ დიდი წარმატება გველოდება.

„რონალდუ ? ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთან დარჩება. კრიშტიანუს მე რეალიდან მოყოლებუი ვიცნობ, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და ის იუვენტუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელსაც უამრავი გოლი გააქვს.“