დანი ალვეში:“მილანში ვარსკვლავი ვიქნებოდი“

იუვენტუსის ყოფილი უკანახაზელი მილანს ‘ეფლირტავება’ და მისი თქმით,ასაკი მხოლოდ ციფრებია.

37 წლის ბრაზილიელი,რომელსაც კარიერის მანძილზე საერთო ჯამში 40 ტიტული აქვს მოგებული,გასულ სეზონში სათამაშოდ სან-პაულუში გადავიდა,თუმცა მისი თქმით ევროპაში უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ შეუძლია.

„დღევანდელ მილანში ვარსკვლავი ვიქნებოდი,ასაკი მხოლოდ ციფრებია,მე ფეხბურთის თამაშის დროს გამარჯვება და ტიტულების მოგება მინდა.

„ადრე 12 კილომეტრს დავრბოდი,თუმცა გამოცდილების დაგროვებასთან ერთად,8 კილომეტრიც საკმარისია.

„მე არ ვაპირებ მოედანზე თავი შევირცხვინო და თუ ვიგრძნობ,რომ ჩემი წასვლის დროა,ფეხბურთს თავს დავანებებ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.