Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დანი ალვეში:“ იუვენტუსში გატარებული პერიოდი კარიერაში ყველაზე უარესი იყო“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა ტურინში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

ბრაზილიელი უკანახაზელი ბიანკონერის თავისუფალი აგენტის სტატუსით 2016 წელს შეუერთდა და ტრებლის მოგებასთან ძალიან ახლოს მივიდა. იუვემ იმ სეზონში სერია ა და Coppa Italia მოიგეს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალთან დამარცხდა.

„ყველა ფეხბურთელი, რომელიც ბარსელონას ტოვებს, ამას აუცილებლად ნანობს, თუმცა ამას ან ეგუები, ან ცხოვრების ბოლომდე გულნაწყენი რჩები.

„იუვენტუსში გატარებული წელი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი იყო. მინდოდა, რომ იქ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ბარსელონაში, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მე სრულიად ახალ სიტუაციაში მოვხვდი…

„ბარსელონაში ცხოვრების ბოლომდე დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი, თუმცა ისინი ისე არ მექცეოდნენ, როგორც მე ვიმსახურებდი და როგორც მათ შეეძლოთ. მადრიდის რეალს, რომელიც მოგწონთ თუ არა ე, ძალიან დიდი გუნდია, ბარსას გამო უარი ვუთხარი და არ მეგონა, თუ კატალონიელები ასე მომექცეოდნენ.“