Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დაპირისპირება იტალიურ პოლიტიკაში სან სიროს შესაძლო დემონტაჟის გამო

იტალიაში მილანისა და ინტერის ახალი პროექტის თაობაზე დაპირისპირება გრძელდება. აღნიშნული საკითხი სპორტულ ასპექტს უკვე გასცდა და პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა.

აღნიშნულ საკითხზე დღეს იტალიის ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მატეო სალვინიმ, ასევე კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ვიტარიო სგარბის ისაუბრეს.

„მილანი იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი დედაქალაქია. სან სიროზე სანდრო მაცოლა, ჯანი რივერა და სხვა გამორჩეული ლეგენდები თამაშობდნენ, ამიტომ მისი დემონტაჟი სრულიად მიუღებელია.“

ვიტარიო სგარბის პასუხი ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრმა მატეო სალვინიმ გასცა.

„მილანს და ინტერს ახალი, თანამედროვე, უსაფრთხო და ინოვაციური სტადიონი სჭირდებათ, რომელიც ქალაქის ახალი სიმბოლო გახდება და უამრავ სამუშაო ადგილს შექმნის.

„პროექტზე მუშაობა უკვე წლებია მიმდინარეობს და დროა, რომ მათ მუშაობის საშუალება მივცეთ. სგარბი მხოლოდ თავის პოზიციას გამოთქვამს და მას არ აქვს უფლება, პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშავდებოდა, დაბლოკოს.“